LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თელავში დედის დაჭრის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარედგინა

185
პროკურატურა

თელავში დედის დაჭრის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარედგინა. საქართველოს პროკურატურის განმარტებით, მას ბრალდება დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე წარედგინა.

„თელავში შვილმა დედა დაჭრა“ – შსს-მ ერთი პირი დააკავა

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 12 ნოემბერს, ქალაქ თელავში, ოჯახის წევრის მიმართ ძალადობისთვის ნასამართლევმა ბრალდებულმა მოკვლის მიზნით დანით ყელის არეში ორი ჭრილობა მიაყენა დედას, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაზარალებულის სიცოცხლის შენარჩუნება, დროული სამედიცინო დახმარების შედეგად მოხერხდა.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 19-109-ე მუხლის „კ“ და „პ” ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ, არაერთგზის) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“- ნათქვამია ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

თელავში დედის დაჭრის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარედგინა

185
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები