LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვენეცია ტურისტებისთვის გადასახადს ზრდის

241
ქირიას NEWS შაბლონი (1)

ვენეციის ხელისუფლება ისტორიულ ცენტრში შესვლის საფასურის მოქმედების დღეების რაოდენობას ზრდის. 2027 წელს ქალაქის სტუმრებს გადასახადის გადახდა 72 დღის განმავლობაში მოუწევთ, მაშინ როცა 2026 წელს ეს წესი მხოლოდ 60 დღე მოქმედებდა.

საფასური იმ ტურისტებს ეხებათ, რომლებიც ვენეციას ერთი დღით სტუმრობენ და ქალაქში ღამეს არ ათევენ. 2027 წელს წესი 26 მარტიდან 15 აგვისტოს ჩათვლით, წინასწარ განსაზღვრულ დღეებში იმოქმედებს. გადასახადის გადახდა საჭირო იქნება 08:30-დან 16:30 საათამდე.

2026 წელს საფასური 5 ევროს შეადგენდა, თუ ვიზიტორი მას მინიმუმ ოთხი დღით ადრე გადაიხდიდა, ხოლო ბოლო სამი დღის განმავლობაში გადახდის შემთხვევაში ფასი 10 ევრომდე იზრდებოდა. 2027 წლისთვის საბოლოო ტარიფები და შეღავათების პირობები ჯერ სრულად გამოქვეყნებული არ არის. ქალაქის ოფიციალური ვებგვერდის თანახმად, დეტალური წესები 2026 წლის 31 დეკემბრამდე უნდა გახდეს ცნობილი.

შესვლის საფასური არ ვრცელდება იმ ტურისტებზე, რომლებიც ვენეციის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ საცხოვრებელში ღამეს ათევენ. გამონაკლისები მოქმედებს ასევე ქალაქის მცხოვრებლებისა და გარკვეული კატეგორიის ვიზიტორებისთვის.

ვენეციის ხელისუფლება ამ სისტემით ტურისტული ნაკადის მართვას და ისტორიულ ცენტრში გადატვირთულობის შემცირებას ცდილობს. ქალაქი განსაკუთრებით დატვირთულ დღეებში ვიზიტორების რაოდენობის კონტროლს აპირებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები