სულ მცირე ორი ადამიანი დაიღუპა ჩილეში ძლიერი მიწისძვრის შედეგად, 10ზე მეტმა სხეულის დაზიანება მიიღო, ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.
ადგლობრივი მედიის ცნობით, ქალაქ კოკიმბოს სანაპიროსთან ტალღების სიმაღლე 4-5 მეტრია.
მიწისძვრის მაგნიტუდა თავდაპირველად 7.9-ით განისაზღვრა, შემდეგ კი 8.3-მდე გაიზარდა.