გლდანში, ახმეტელის მეტროსთან საპატრულო პოლიციის თანამშრომელი დაჭრეს.”ინტერპრესნიუსის” ინფორმაციით, პოლიციის თანამშრომელს ახალგაზრდა მამაკაცმა ზურგის არეში მრავლობითი დაზიანებები მიაყენა.
სასწრაფო დახმარების სამსახურში ამბობენ, რომ დაჭრილი ქირურგიის ეროვნულ ცენტრშია გადაყვანილი.
მომხდართან დაკავშირებით დაკავებულია ერთი პირი, რომელმაც პოლიციის თანამშრომელს დაზიანებები სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მიაყენა. გამოძიება სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.
