LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის მოდის კვირეული 8-11 ოქტომბერს გაიმართება

53

თბილისის მოდის კვირეულის მეთორმეტე სეზონი 8 ოქტომბერს იხსნება, ქართველი დიზაინერების 2016 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციების ჩვენებებს ვარდების მოედანზე მდებარე გართობისა და დასვენების ცენტრი „მეტრო“ უმასპინძლებს, გრანდიოზულ პოდიუმზე, გარდა ამისა, მოდის კვირეულის ფარგლებში მოეწყება შოუ-რუმებიც, სადაც დიზაინერებს სეზონური კოლექციების, აქსესუარებისა და ფეხსაცმლის წარმოჩენის საშუალება ექნებათ. კვირეულის განრიგში 20-მდე ჩვენება, გამოფენა და პრეზენტაცია შედის.

ღონისძიების მხარდამჭერები არიან თბილისის მერია, ეკონომიკის სამინისტრო, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და მეწარმეობის განვითარების სააგენტო.

დღეს, სასტუმრო „რუმსში“ ორგანიზატორებმა პრესკონფერენცია გამართეს.

დასახელდნენ დიზაინერები, რომელთა ჩვენებებსა და შოურუმებზე დასწრების შესაძლებლობაც მოგვეცემა – გიორგი შაღაშვილი, ნინო ჩუბინიშვილი, გიორგი ქებურია, ლექსო ახალკაციშვილი, „დალოოდი“, ლაკო ბუკია, მარიამ გვასალია და სხვანი. კვირეულის განმავლობაში სხვდასხვა ბრენდი საკუთარ ღონისძიებებს გამართავს. ირმა შარიქაძე კი, პირველად თბილისელი მაყურებლის წინაშე კაფსულა კოლექციას წარმოადგენს. მან შექმნა ასევე კვირეულის საიმიჯო ფოტოც.

2015 წლის თბილისის მოდის კვირეულის ოფიციალური კოსმეტიკა „ორიფლეიმია“, რომლის საპატიო სტუმრის, ანდრის რუსკულისის მეთვალყურეობით, ვიზაჟისტები მოდელების მაკიაჟს გააკეთებენ, მათ თმის ვარცხნილობაზე კი „Keune“ იზრუნებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g