პრიანკა ჩოპრა და ნიკ ჯონასი ინდოეთში გამართული გრანდიოზული ქორწილის შემდეგ ნიუ-იორკში დაბრუნდნენ. პაპარაცებმა „მის მსოფლიოს“ ტიტულის მფლობელი და მსახიობი პრიანკა ჩოპრა მაშინ გადაიღეს, როდესაც ის ნიუ-იორკის ქუჩებში ძაღლით ხელში სეირნობდა. მსახიობი ბრწყინავდა საშობაო, თეთრი ფერის სვიტერსა და შარვალში, ანსამბლს კი ასევე თეთრი ფერის ჩექმა და სალათისფერი ქურქი ჰქონდა შეხამებული.
შეგახსენებთ, რომ ნიკ ჯონასი და პრიანკა ჩოპრა ორი კვირის წინ, ინდოეთში ტრადიციული წესით დაქორწინდნენ. მეუღლეები უკვე ნიუ-იორკში იმყოფებიან, სადაც მათ დატვირთული საშობაო გრაფიკი აქვთ.