ცნობილია, რომ პრინცი ჰარი ჯერაც ვერ ჩამოყალიბდა ორ მეგობარ გოგონას შორის. ერთ-ერთია 29 წლის ჩელსი დეივი, ხოლო მეორე, 25 წლის კრესიდა ბონასი. ტაბლოიდები წერენ, რომ მიდლტონი ურჩევს ჰარის არჩევანი ჩელსი დეივზე გააკეთოს.
ცნობილია, რომ მიდლტონი კრესიდა ბონასის წინააღმდეგია. ამის პირველი მიზეზი ისაა, რომ მსახიობი უილიამის პირველი შეყვარებულის მეგობარია. გარდა ამისა, ბონასს ანტი ქეითსაც უწოდებენ, მისი თავისუფალი ცხოვრების სტილისა და იმიჯის გამო. შესაბამისად, მიდლტონი მიიჩნევს, რომ სამეფო ოჯახისთვის ის ნაკლებად შესაფერისი კანდიდატურაა. აქვე ვრცელდება ინფორმაცია, რომ ქეითმა რამდენჯერმე უმასპინძლა გოგონებს ანმერ ჰოლში, რათა ისინი უკეთ გაეცნო.


