მარსელის პოლიციამ მარიხუანას 5 პაკეტი ამოიღო, რომელზეც „იუვენტუსის“ ფორვარდი კრიშტიანო რონალდო ეხატა.
დამნაშავეებს ჯამში 517 გრამი უპოვეს.
კრიშტიანო ამ საქმეში გარეული ალბათ არ არის, მას თავისი საქმე და სადარდებელიც ყოფნის: პორტუგალიელი გადასახადების გადაუხდელობაში დაადანაშაულეს და მერე ამერიკელი კეტრინ მაიორგასთან სექსში დასდეს ბრალი.
ახლა კი ისიც გაირკვა, რომ მისი „იუვენტუსი“ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში კერკეტ მადრიდის „ატლეტიკოს“ შეხვდება.