ტომას მარკლი მედიას მორიგ სკანდალურ ინტერვიუს აძლევს. მეგან მარკლის მამა ბოლო ინტერვიუში აცხადებს, რომ ქალიშვილი მას აღარ ეკონტაქტება. მარკლის მტკიცებით, მან შვილს რამდენჯერმე მისწერა, თუმცა პასუხი არ მიუღია.
სასექსის ჰერცოგინიას მიმართ ბრალდებების სერიას განაგრძობს მეგან მარკლის უფროსი და, სამანტაც. მისი თქმით, მეგანმა ზურგი მთელს ოჯახს შეაქცია, რაც დასანანია. სამანტა მარკლის თქმით, თუ ნერვიულობის ნიადაგზე მამას რამე მოუვა, ეს მეგანის ბრალი იქნება.



