LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“თავისუფალმა დემოკრატებმა”აქცია გამართეს

33

“თავისუფალი დემოკრატების“ თბილისის ორგანიზაციის ლიდერებმა ზურაბ აბაშიძემ და გიორგი ცაგარეიშვილმა, თბილისის რაიონული ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან ერთად აქცია „უპატრონო თბილისი“ გამართეს. აქციის მონაწილეები მარშალ გელოვანის გამზირზე შეიკრიბნენ და ის პრობლემატიკა წარმოაჩინეს, რომელიც, მათი თქმით, დედაქალაქის 10 რაიონს ყველაზე მეტად აწუხებს.

აქციის მონაწილეებმა თბილისის ცენტრალურ მაგისტრალებზე დაუსრულებელი და დროში გაჭიმული სარეაბილიტაციო სამუშაოები გააპროტესტს, რომლიც დედაქალაქის პარალიზებას იწვევს; ასევე უკანონო და ქაოტური მშენებლობები, ქალაქში მწვანე საფარის და სკვერების ინტენსიური გაჩეხვა გააპროტესტეს. თბილისის თითქმის ყველა უბანში პრობლემაა ამორტიზებული სანიაღვრე და კანალიზაციის სისტემები, რომელიც ანგრევს მეწყრულ უბნებს და საფრთხეს უქმნის მოსახლეობის სიცოცხლეს; აქციაზე დააყენეს ეკოლოგიის საკითხიც.

„ქალაქის მერს, ბატონ ნარმანიას, რომელსაც თურმე ჰქონდა ძალიან მაღალი გამოცდილება მენეჯმენტის კუთხით, აღმოჩნდა, რომ აბსოლუტურად არანაირი მსგავსი თვისებები არ გააჩნია არც მას და არც მთლიანად ამ მთავრობას და არც იმ ადამიანებს, რომლებიც დღეს არიან ამ სისტემაში დასაქმებულები. ყოველდღე ვხედავთ, რომ ქალაქის სამსახურის ხელმძღვანელები პანტა- პუნტით მიდიან თანამდებობიდან. შეუძლებელია ასე გაგრძელდეს. არიან არაკვალიფიციურები, თბილისი არა თუ ვითარდება, უკან მიდის ყოველნაირად” – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g