LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისის მოდის კვირეულის პრეფართი დღეს გაიმართება

52

დღეს „თბილისი მოლი“ თბილისის მოდის კვირეულის პრეფართის უმასპინძლებს. სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, სპეციალური შეთავაზებებითა და ფასებით ისარგებლონ.

ხვალიდან კი, 11 ოქტომბრის ჩათვლით, მოდის კვირეულის ფარგლებში, გართობისა და დასვენების ცენტრ „მეტროში“, გაიმართება დიზაინერების ჩვენებები და შოურუმები, იქვე იქნება ლაუნჯი და გრანდიოზული პოდიუმი.

8 ოქტომბერს მოდის მოყვარულებს დიზაინერ გიორგი შაღაშვილის კოლექციის ჩვენება ელოდებათ. კვირეული ამ სეზონზე 20-მდე დიზაინერს დაუთმობს პოდიუმს, იგეგმება უამრავი გამოფენა და პრეზენტაცია.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელშეწყობით, ღონისძიებას პრესტიჟული საერთაშორისო გამოცემების წარმომადგენლები დაესწრებიან და გააშუქებენ, მათ შორის იტალიური, რუსული და ავსტრიული „ვოგი“, „W magazine“, „Elle Australia“ და ა.შ.

თბილისს ესტუმრებიან ცნობილი ბლოგერი დარია შაპოვალოვა, ნიუ-იორკის მოდის კვირეულის ფოტოგრაფი – რაია ნქუფმანსი, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო Street Style ფოტოგრაფი, ადამ კაც სინდინგი და სხვანი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g