LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“სახლშიც შეუვარდა და ადამიანებმა დაზიანება მიიღეს” – კახა კალაძე ხეების მოჭრის მიზეზებს განმარტავს

kalaze

სოციალური ქსელში გავრცელდა ფოტომასალა, თითქოს თბილისის მერია ახორციელებს უკანონოდ ხეების მოჭრას აღმაშენებლის გამზირზე, არის სიცრუე, არ დაიჯეროთ მეგობრებო, – ამის შესახებ თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ამ თემას სიუჟეტი მიუძღვნა “რუსთავი 2”-მაც.

კახა კალაძე განმარტავს, რომ დედაქალაქის მერია მხოლოდ დაავადებულ ხეებს ჭრის.

“ამ ტერიტორიაზე ნამდვილად მოიჭრა ხეები, რომლებიც მძიმე მდგომარეობაში იყო, ხმებოდა, დაავადებული ფიჭვები და ეს ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ მომხდარიყო პრევენცია ჯანსაღი ხეების დაავადების თავიდან აცილების მიზნით. სამწუხაროდ, ბევრი ასეთი დაავადებული ხე გვაქვს სხვადასხვა უბნებში და შესაბამისმა სამსახურებმა რა თქმა უნდა, უნდა იზრუნონ ამ ხეების მოჭრაზე. ამის გარდა, იყო ისეთი შემთხვევები, როცა ხდება მათი წაქცევა, ავტომობილების დაზიანება, რამოდენიმე კვირის წინ ვიღაცას სახლშიც შეუვარდა და ადამიანებმა დაზიანება მიიღეს,”- აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მოჭრილი ხეების ნაცვლად, ახალი ხე-მცენარეები დაირგვება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g