LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ ვერ მოხვდა ქართული ფილმი „ოსკარის“ 9 ნომინანტს შორის – მარიამ ხაჭვანი კინოცენტრის წინააღმდეგ

mariam-machavariani

„დედეს“ რეჟისორი, მარიამ ხაჭვანი ფილმის ოფიციალურ გვერდზე წერს, რომ საქართველოდან გაგზავნილ ფილმს „ნამე“ არც ერთი პრიზი არ ჰქონდა, მაშინ, როდესაც მის ფილმს აზიური „ოსკარი“ აქვს მიღებული და უფრო მეტი შანსი ექნებოდა, მოხვედრილიყო შერჩეულ ნომინანტებს შორის.

შეგახსენებთ, კინოაკადემიამ უცხოურენოვანი ფილმების ჩამონათვალი გაავრცელა, რომელშიც სულ 9 ნამუშევარი მოხვდა, მათ შორის არ არის „ნამე“, რომელიც საქართველოს სახელით იყო გაგზავნილი შესარჩევად. შორტლისტი კი, რომელიც 6 ფილმისგან შედგება, იანვარში იქნება დასახელებული.

მარიამ ხაჭვანი წერს:

„როგორც თქვენთვის გახდა ცნობილი, საქართველომ „ოსკარზე“ არ წარადგინა მარიამ ხაჭვანის აზიური ოსკარის მფლობელი ფილმი „დედე“.

სამწუხაროდ, წელს საქართველო „ოსკარისთვის“ ბრძოლას გამოეთიშა.

სამაგიეროდ, ოსკარზე მოხვდა აზიური ოსკარის ნომინანტი ხუთი ფილმი:

Ayka, Capernaum, Burning, Shoplifters და დოკუმენტური ფილმი Of fathers and sons!

გასაოცარია და საქართველოდან ოსკარზე საბრძოლველად არ გააგზავნეს „დედე“.

P.S. ზემოთ ჩამოთვლილი ხუთი ფილმიდან, მხოლოდ ორს აქვს აზიური ოსკარი აღებული.

გულდასაწყვეტია, ამხელა შანსი რომ დაკარგა ქვეყანამ…

გლობალურად რომ მივდგომოდით საკითხს, „დედე“- ს შემდეგი უპირატესობა ჰქონდა სხვა ქართულ ფილმებთან შედარებით, რაც კინოცენტრის ხელმძღვანელმა და ჟიურიმ არ გაითვალისწინა!

1. ფილმი ეხება ქალის უფლებების საკითხს,რაც განსაკუთრებით აქტუალური და პრიორიტეტული არის დღეს ამერიკაში.

2. ფილმს საოსკარო კამპანიაში მხარს უჭერდა ოსკარის მფლობელი პოლონელი კომპოზიტორი და ისეთი აღიარებული რეჟისორები, როგორებიც არიან ვონ კარვაი,რუბენ ოსტლუნდი და სხვები.ასევე ზურგს უმაგრებდა გავლენიანი საპროდუსერო ჯგუფი და კომპანიები.

3. ფილმის უფლებები შეძენილი ჰქონდა ამერიკულ კომპანიას და დისტრიბუცია უკვე დაწყებული იყო ამერიკის სხვადასხვა შტატში, რაც უაღრესად მნიშვნელოვანი იყო აკადემიის წევრების ყურადღების მისაქცევად.

4. ფილმს აღებული აქვს 17 საერთაშორისო ჯილდო. წარმატებით აჩვენეს ასზე მეტ კინოფესტივალზე და ყველა ჩვენებამ ანშლაგით ჩაიარა, გამოვიდა რამდენიმე ქვეყნის კინოთეატრებში…

და თუ გადავხედავთ „ოსკარის“ წლევანდელ ნომინანტ ფილმებს, ყველას ბევრი პრიზი და ნომინაცია აქვს მიღებული და არც პრიზების რაოდენობით და არც პოპულარულობით არ ჩამოუვარდებოდა მათ „დედე“.

მიუხედავად ყველაფრისა, საქართველოდან „ოსკარზე“ გააგზავნეს  ფილმი, რომელსაც არც ერთი პრიზი არ ჰქონდა…

მინდა, შემდეგში დიდი სიფრთხილით შეირჩეს ჟიური, რომელიც ობიექტურ,მიუკერძოებელ და მასშტაბურ გადაწყვეტილებას მიიღებს, კინოცენტრის დირექტორიც მხოლოდ საკუთარი ფილმის ხელშეწყობით არ უნდა იყოს დაინტერესებული.

აქ მხოლოდ კონკრეტული ადამიანის ბედი არ წყდება, წყდება საქართველოს ბედი“.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g