LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

7 ფილმი, რომელსაც „ოსკარს“ უწინასწარმეტყველებენ

movies

24 თებერვალს ლოს-ანჯელესში „ოსკარების“ რიგით 91-ე დაჯილდოვების ცერემონიალი გაიმართება. იანვარში კი ცნობილი გახდება იმ ფილმების შესახებ, რომლებიც ამერიკის კინოაკადემიის უმაღლესი ჯიდლოს მიღებისთვის იბრძოლებენ.

ფორტუნამ“ შეარჩია 7 საუკეთესო ფილმი, რომელსაც კრიტიკოსთა შეფასებით წლის საუკეთესო ფილმის ნომინაციაში კონკურენტი არ ჰყავს.

ვარსკვლავის დაბადება

ბრედლი კუპერის სადებიუტო ნამუშევარს „ვარსკვლავის დაბადება“ კრიტიკოსებმა უკვე მისცეს უმაღლესი შეფასება. 1937 წელს ამავე სახელწოდების მიხედვით გადაღებული ფილმის ახალმა ვერსიამ კრიტიკოსთა გილდიისა და „ოქროს გლობუსის“ ნომინაცია უკვე მიიღო. სპეციალისტები ვარაუდობენ , რომ მუსიკალური ფილმი წლის საუკეთესო ფილმის, რეჟისორისა და მსახიობი ქალის ნომინაციაში უდაოდ ლიდერი იქნება.

შავი კუკლუქსკლანელი

სპაიკ ლის ფილმი, რომელიც რონ სტალვორტის რომანის მიხედვითაა გადაღებული. ფილმი, რომელიც რასიზმის თემას ეხება, კანის კინოფესტივალის გრან-პრის მფლობელი გახდა. სავარაუდოდ, ის „ოსკარზე“ წლის ფილმის ნომინაციასაც მიიღებს.

ბოჰემური რაფსოდია

ფრედი მერკურისა და ლეგენდარული „ქუინის“ შესახებ გადაღებული ახალი ფილმი, რომელმაც წელს რეკოდრი მოხსნა. წლის ყველაზე შემოსავლიანი და ხმაურიანი ფილმი რამი მალეკისთვის კარიერაში საკვანძო მომენტად იქცა, რადგან მან ეკრანზე მუსიკის ლეგენდა, ფრედი მერკური გააცოცხლა. ფილმსაც და რამი მალეკსაც კრიტიკოსებმა უმაღლესი შეფასებები მისცეს. ის „ოქროს გლობუსის“ ფავორიტია და აუცილებლად მიიღებს „ოსკარის“ ნომინაციასაც.

შავი პანტერა

რაიან კუგლერის ფილმი, რომელიც სტენ ლისა დას ჯეკ კერბის კომიქსების მიხედვითაა გადაღებული. ის Marve-ის ფილმების სერიიდან რიგით მეთვრამეტე კინოსურათია. „შავი პანტერა“ თითქმის ყველა პრესტიჟული პრემიის ნომინანტია და ერთ-ერთი პირველია „ოსკარის“ მომლოდინეთა რიგებში.

მერი პოპინსის დაბრუნება

რობ მარშალის ახალი ფილმი 1964 წელს გამოსული ლეგენდარული კინოფილმის სიქუელია. ფილმში მთავარ როლებს ემილი ბლანტი, მერილ სტრიპი და კოლინ ფერტი ასრულებენ. ფილმმა საუკეთესო მუსიკალური ფილმის ნომინაციაში „ოქროს გლობუსის“ ნომინაცია უკვე მიიღო, თუმცა წინ „ოსკარია“. სავარაუდოდ, აკადემია ნომინაციის გარეშე არც ემილი ბლანტსა და მერილ სტრიპს დატოვებს.

ფავორიტი

ამერიკის ფილმების ინსტიტუტმა ახალი ფილმი სახელწოდებით „ფავორიტი“ 2018 წლის 10 საუკეთესო ფილმის სიაში შეიყვანა. ოლივია კოლამინს, ემა სთოუნისა და რეიჩელ ვეიზის მონაწილეობით გადაღებული ფილმი საუკეთესო მიუზიკლის ნომინაციაში ასევე „ოქროს გლობუსის“ ნომინანტია. „ოსკარის“ ნომინაცია კი მას გარანტირებული აქვს.

მწვანე წიგნი

პიტერ ფარელის ბიოგრაფიული დრამა, რომელიც ჯაზ-პიანისტისა და რიგითი მძღოლის ამერიკის გარშემო მოგზაურობის ამბავს გვიყვება. ამერიკის კინოხელოვნების ინსტიტუტმა ფილმი 2018 წლის საუკეთესოთა ათეულში შეიყვანა. ფილმში მთავარ როლს ვიგო მორტენსენი ასრულებს, რომელიც აუცილებლად მიიღებს „ოსკარის“ ნომინაციას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g