LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კირსტენ სტიუარტი მეგობარ გოგოს დაშორდა

195

კრისტენ სტიუარტი და ალიშა კარგაილი 2 წლიანი ურთიერთობის შემდეგ დაშორდნენ და გადაწყვიტეს, მეგობრებად დარჩნენ. გოგონებმა გადაწყვეტილება რამდენიმე თვის წინ მიიღეს და ცნობილი მედიისთვის ახლახან გახდა.

„ოფიციალურად ისინი ერთად აღარ არიან. კრისტენი ახლა ძალიან დაკავებულია საქმით, ამიტომ საყვარელ ადამიანს დიდ დროს ვერ უთმობდა. მათ ერთმანეთი ძალიან უყვართ და ყოველთვის ეყვარებათ, თუმცა ალიშა დაიღალა იყოს კირსტენის გიჟური ცხოვრების ნაწილი, ამიტომ მივიდნენ დასკვნამდე, რომ ჯობს, ერთად აღარ იყვნენ,“- ამბობს RadarOnline-ის წყარო.

ლოს-ანჯელესელ პროდიუსერთან ალიშა კარგაილთან შეხვედრები სტიუარტმა 2013 წელს დაიწყო. ეს პერიოდი კრისტინისთვის ძალიან მძიმე იყო, მსახიობი მეგობარ მამაკაცს რობერტ პატინსონს კარგაილთან ურთიერთობის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე დაშორდა.

შვილის რომანი ქალთან არ აღმოჩნდა პრობლემა კრისტენ სტიუარტის დედისთვის.

„კრისტენი ჩემი შვილია, ამიტომ მან იცის, რომ მისი ნებისმიერი არჩევანი მისაღებია ჩემთვის. ვიცნობ მის გოგონას და ძალიან დადებითი წარმოდგენა მაქვს მასზე,“ – განაცხადა სტიუარდის დედამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები