„საპარტნიორო ფონდს“, შვედურ კომპანია „Uniti Sweden AB“-სა და „სილქროუდ ჯგუფს“ შორის საქართველოში ელექტრომობილების წარმოების დაწყებასთან დაკავშირებით, მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმის მიზანია ელექტრომობილების წარმოების მიმართულებით, ერთობლივი პროექტის განვითარების ძირითადი პრინციპების განსაზღვრა, აგრეთვე, კონკრეტული თანამშრომლობის სფეროებზე შეთანხმება. „საპარტნიორო ფონდი“ მზადყოფნას გამოთქვამს პროექტის დეტალებზე სამუშაოდ.
„საქართველოსთვის გასაკუთრებულად მნიშვნელოვანია ქვეყანაში განახლებადი ენერგიებისა და ეკომეგობრული პროექტების განვითარება. „Uniti Sweden AB“-ი ელექტრომობილების წარმოებაზე ინოვაციური, მაღალი ტექნოლოგიით მუშაობს და მსოფლიოში ამ მიმართულებით, ერთერთი წამყვანი ინოვატორი კომპანიაა. „საპარტნიორო ფონდისთვის“ საქართველოში ეკონოლოგიური გარემოს გაუმჯობესება, მაღალტექნოლოგიური წარმოების წახალისება, მსოფლიოს თანამედროვე ნოუჰაუს ათვისება, დანერგვა და ამ დარგში სამუშაო ადგილების შექმნა პრიორიტეტს წარმოადგენს“, – განაცხადა საპარტნიორო ფოდნის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ.
ოფიციალურ დოკუმენტს ხელი მოაწერეს „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ, „Uniti Sweden AB”-ის დამფუძნებელმა ლიუის ჰორნმა და „სილქროუდ ჯგუფის“ წარმომადგენელმა ვასილ კენკიშვილმა.