LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ევროპას დებიუტანტები მიეძალნენ

64

ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი სამ ჯგუფში დასრულდა და შესაბამისად გაირკვა გამსვლელებისა და პლეი-ოფის საგზურების მფლობელები.

საქართველოს ნაკრების D ჯგუფში მთავარი შეხვედრა პოლონეთი-ირლანდია იყო, რომლებიც სწორედ ურთიერთშეხვედრაში არკვევდნენ გამსვლელის ვინაობას. დაძაბული მატჩი მასპინძლებმა 2:1 მოიგეს და საფრანგეთის საგზური მოიპოვეს. ანგარიში კრიხოვიაკმა გახსნა, თუმცა სამ წუთში უოლტერსმა პენალტით გაათანაბრა. ტაიმის დასრულებამდე სამ წუთით ადრე დიდებულ ფორმაში მყოფმა ლევანდოვსკიმ გამარჯვების გოლი გაიტანა და პოლონეთს მეორე ადგილი მოიტანა.
შოტლანდიამ უკვე არაფრისმომცემ თამაშში სტუმრად გიბრალტარი გაანადგურა – 6:0 (გოლები: მარტინი, მალონი, ფლეტჩერის ჰეთ-თრიკი, ნეისმიტი).
გერმანია-საქართველოს 2:1 ცალკე მიმოხილვაში გვიწერია.

საბოლოოდ ჩვენი ჯგუფი გერმანიამ მოიგო 22 ქულით, პოლონეთს ერთით ნაკლები აქვს, მესამე ადგილზე ირლანდია გავიდა 18 ქულით და პლეი-ოფს ითამაშებს.

F ჯგუფში მეორე საგზური რუმინეთს დარჩა, რომელმაც ფარერებს სტუმრად 3:0 მოუგო (ბუდესკუს დუბლი და მაქსიმი). შესაბამისად უნგრეთის წაგებას საბერძნეთში 3:4 აზრი დაეკარგა. მადეარები მესამეზე არიან და ფლეი-ოფის საგზურს დასჯერდნენ.
ფინეთი-ჩრდ.ირლანდია 1:1 დასრულდა.

და დღის მთავარი მოვლენა: ევროპის ჩემპიონატს კიდევ ერთი დებიუტანტი ყავს: ეს გახლავთ ალბანეთი, რომელმაც სტუმრად სომხეთს 3:0 მოუგო და დანიას 2 ქულით გადაასწრო და ნამდვილი ისტორია შექმნა. ჯგუფის გამარჯვებულმა პორტუგალიამ გასვლაზე ნანისა და მოუტიონიოს გოლებით სერბეთს 2:1 აჯობა.

დღეს საღამოს კიდევ სამი ჯგუფის თამაშებია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები