მსახიობი ჯიმ ქერი ერთ-ერთი იყო იმ ადამიანებს შორის, ვინც მისი ყოფილი გოგონას – კატრიონა უაითის კუბოს სასაფლაოზე მიასვენებდა.
30 წლის უაითმა სიცოცხლე სუიციდით ლოს-ანჯელესში 28 სექტემბერს დაასრულა. წარმოშობით ირლანდიელი ვიზაჟისტი 53 წლის ჯიმ ქერის ხვდებოდა და თვითმკვლელობამდე რამდენიმე დღით ადრე დაშორდა.
ირლანდიაში, უაითის მშობლიურ სოფელში დაკრძალვის ცერემონიალზე მსახიობი შავ სამოსში იყო ჩაცმული და ხუთ ადამიანთან ერთად გადაასვენა გოგონას კუბო ეკლესიიდან სასაფლაოზე, სადაც კატრიონა მამამისი გვერდით დაკრძალეს.
ცერემონიალის დასრულების შემდეგ ქერიმ ტვიტერზე მისი და უაითის სილუეტების ფოტო დადო, კომენტარით „სიყვარული არსად იკარგება“.