აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის მეთაურობით, საქართველოს 6 ნოემბერს აზერბაიჯანის სამთავრობო დელეგაცია ეწვევა.
ილჰამ ალიევის სტუმრობის შესახებ ბაქოში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის 10 ოქტომბრის სამუშაო ვიზიტისას გახდა ცნობილი, სადაც ღარიბაშვილმა და ალიევმა ორმხრივი ურთიერთობები და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილეს. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრა აზერბაიჯანის პრეზიენტის სასახლეში “ზაგულბა” 3 საათს გაგრძელდა.
