LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საშემოდგომო ხილის ნიღაბი ყველა ტიპის კანისთვის

554

ცნობილია, რომ ხილისა და ბოსტნეულის ნიღბებს ქალები ჯერ კიდევ ძველი დროიდან იყენებდნენ. მცენარეებთან და რძის პროდუქტებთან კომბინაციაში ხილის ნიღაბს შეიძლება პირველი ბუნებრივი კოსმეტიკური ინგრედიენტი ვუწოდოთ. მიუხედავად იმისა, რომ დღეს თანამედროვე საცხებზე ბევრად დიდი მოთხოვნაა, ჩვენ შემოგთავაზებთ ხილის ნიღაბს, რომელიც პარალელურად დესერტის მომზადების პროცესში შეგიძლიათ დაიტანოთ სახეზე.

ამ სეზონზე ყველაზე პოპულარული ხილია ვაშლი, ბანანი, ფორთოხალი, ლიმონი და მანდარინი. ციტრუსებზე დამზადებული ნიღაბი კარგად ატონიზირებს სახის კანს, ლიმნის წვენი ხშირად მათეთრებლის ფუნქციას ასრულებს. ბანანი კარგია მშრალი კანისთვის და ის აქრობს ნაოჭებს. ვაშლი კი, ხელს უწყობს სახის კანის ფერის გაუმჯობესებას.

ნიღაბი მშრალი კანისთვის:

1. ახალი ვაშლისგან დამზადებულ პიურეს დაუმატეთ ერთი კოვზი ზეითუნის ზეთი.
2. კვერცხის გულს დაუმატეთ ერთი კოვზი ბანანის პიურე და ზეითუნის ზეთი. ის ფანტასტიურია ნაოჭების წინააღმდეგ.

ნიღაბი ცხიმიანი კანისთვის:

1. ერთ გათქვეფილ კვერცხის ცილას დაუმატეთ რამდენიმე წვეთი ლიმონი და დაიტანეთ სახეზე. ჩამოიბანეთ, როცა ნიღაბი შეშრება.

2. ვაშლის პიურეს დაუმატეთ კვერცხის ცილა და ასევე ჩამოიბანეთ ის შეშრობის შემდეგ.

ნიღაბი ყველა ტიპის კანისთვის:

1. ნახევარი ბანანისგან მომზადებულ პიურეს დუმატეთ კვერცხის ცილა.
2. რძეში მოხარშული ვაშლის პიურე დაიტანეთ სახეზე და ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
3. მანდარინის ან ფორთოხლის წვენი აურიეთ ერთ კოვზ რძეში და ორ კოვზ ფქვილში. მიღებული მასა დაიტანეთ სახისა და ყელის მიდამოებში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g