თურმე მუსიკოსებს ყველგან შეუძლიათ დაკვრა საოპერაციო ოთახშიც. თანაც მაშინ, როდესაც საოპერაციო მაგიდაზე თავად მუსიკოსი წევს.
სამხრეთ აფრიკელი ჯაზ-მუსიკოსი მუსა მაზინი თავის ტვინის ოპერაციის დროს გიტარაზე უკრავდა, ექიმებს კი საშუალება ჰქონდათ დაკვირვებოდნენ პაციენტის ტვინში მიმდინარე ნევროლოგიურ პროცესებს, აღმოეჩინათ პრომლემა ზუსტად და შემდეგ აღმოეფხვრათ. ამის შესახებ BBC წერს.
როგორც გამოცემა წერს, ექვსსაათიანი ოპერაცია წარმატებით დასრულდა.
