LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Leonard Cohen

100
8017744-3x2-940x627

ლეონარდ კოენი (1934 წლის 21 სექტემბერი – 2016 წლის 7 ნოემბერი) კანადელი მომღერალი, სიმღერების ავტორი, მუსიკოსი, პოეტი, ნოველისტი და მხატვარი იყო. კოენი შეყვანილია კანადის მუსიკის დიდების დარბაზში, კანადელი კომპოზიტორების დიდების დარბაზში და როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში.
კოენი 1950-1960-იან წლებში პოეტი და ნოველისტი იყო. პირველ მუსიკალურ ალბომს Songs of Leonard Cohen (1967)მოჰყვა კიდევ სამი ალბომი Songs from a Room(1969), Songs of Love and Hate (1971) და New Skin for the Old Ceremony (1974). კოენის ყველაზე ცნობილი სიმღერა Hallelujah მის სტუდიურ ალბომში Various Positions (1984) შევიდა. 1988 წლის ალბომი კი I’m Your Man მუსიკოსის ყველაზე პოპულარულ ალბომად მიიჩნევა.
ბოლო ალბომი You Want It Darker (2016) კოენმა გარდაცვალებამდე 3 კვირით ადრე გამოუშვა.

 

YOUTUBE ოფიციალური გვერდი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები