LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Leona Lewis

100
leona1

ლეონა ლუიზ ლუისი (დაბადების თარიღი 3 აპრილი, 1985) ბრიტანელი მომღერალი და სიმღერების ავტორია, რომლის შემოქმედებაც ძირითადად პოპისა და R&Bსაგან შედგება. მას პოპულარობა მოუტანა The X Factor-ში გამარჯვებამ 2006 წელს. მისი სადებიუტო ალბომი იყო Spirit, რომელიც 2007 წელს გამოუშვა და დაახლოებით რვა მილიონ ეგზემპლარად გაიყიდა მთელ მსოფლიოში. ალბომის ყველაზე წარმატებული სიმღერა Bleeding Love მსოფლიოს 30 ქვეყანაში ჩარტების პირველ ადგილზე მოექცა და სწორედ ეს იყო მისი ყველაზე გაყიდვადი სინგლი 2008 წელს.  შემდეგი ალბომი Echo გამოვიდა 2009 წელს სადებიუტო ტურით The Labyrinth, რომელიც გაიმართა 2010 წელს. მისი ბოლო ალბომი Glassheart გამოვიდა 2012 წელს სინგლებით Collide და Trouble.

 

YOUTUBE ოფიციალური გვერდი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები