LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Laid Back

100
LAID BACK

Laid Back დანიური ელექტრონული მუსიკის დუეტია კოპენჰაგენიდან, რომელიც 1979 წელს ჩამოყალიბდა. ჯგუფის წევრები არიან ჯონ გულდბერგი და ტიმ შტალი. ყველაზე ცნობილი ჰიტებია Sunshine Reggae და White Horse. პირველი ალბომი სახელწოდებით Laid Back 1981 წელს გამოვიდა, სიმღერა Maybe I’m Crazy დანიაში #1 ჰიტად იქცა. მომდევნო წელს გამოვიდა სიმღერა Sunshine Reggae, რომელიც ალბომში Keep Smiling შევიდა. სიმღერა იტალიაში, გერმანიასა და 19 სხვა ქვეყანაში ჩარტების პირველ ადგილზე მოხვდა. ჯგუფს 13 ალბომი აქვს ჩაწერილი, ბოლო Uptimistic Music 2013 წელს გამოუშვეს.

 

YOUTUBE ოფიციალური გვერდი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები