საქართველოს პრემიერ მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით 2019-2020 წლებში საქართველოს საბიუჯეტო რესურსი დაახლოებით 27 მილიარდი ლარი იქნება. ამის შესახებ პრემიერმა “ქრონიკის” ეთერში სტუმრობისას განაცხადა.
მამუკა ბახტაძის განცხადებით, ძალიან კარგად აქვს ხელისუფლებას გააზრებული ის გზავნილები, რაც არჩევნების პერიოდში ხალხისგან მიიღო, და ეს გზავნილები 2019 წლის პრიორიტეტებში ასახულია.
“რა თქმა უნდა, ეს რესურსი არ იქნება საკმარისი, რომ საქართველოს წინაშე არსებული ყველა პრობლემა გადაიჭრას, მაგრამ ეს საკმარისი იქნება რომ დავაჩქაროთ ეკონომიკური ზრდა და მინიმალური ეკონომიკური პრობლემები გადავჭრათ”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.