ევრო-2016-ის შესარჩევი ეტაპი უკვე ისტორიის კუთვნილებაა. მართალია დარჩა პლეი-ოფები, თუმცა ცნობილია ის გუნდები, რომლებიც ევროპის დამდეგი პირველობის მიღმა დარჩნენ. თითქმის არ ყოფილა შემთხვევა, რომელიმე დიდ საფეხბურთო ფორუმს რომელიმე ძლიერი ნაკრები არ დაკლებოდეს. ევროპის თუ მსოფლიო ჩემპიონატებს უამრავი ცნობილი ფეხბურთელი გარედან უყურებს. ევრო-2016-ის მთავარი დანაკლისი კი, თავისუფლად შეიძლება ითქვას, ჰოლანდიის ნაკრებია, რომელიც ჯგუფში სამეულშიც ვერ მოხვდა და შესაბამისად საფრანგეთის მოედნებზე ვერ ვნახავთ რობენს, ვან პერსის, დეპაის, სნეიდერს თუ სხვა ვარსკვლავებს. ამ ნაღვლიან ჰოლანდიურ ისტორიას შესაბამისი ილუსტრაციაც დაურთეს, რომელიც ინტერნეტში გავრცელდა და ახლა თქვენს სამსჯავროზეა.