„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში კითხვების საპასუხოდ წერს, რომ საახალწლოდ მორთული თბილისი მოსწონს, თუმცა აღნიშნავს, რომ რეალურად ხალხს ორ განსხვავებულ სამყაროში უწევს ცხოვრება.
მისივე თქმით, ერთ საქართველოში “ოცნება” თავის მოწოდებას ცდილობს, მეორე კი მწარეა.
მისი ნათქვამის საილუსტრაციოდ ხაბეიშვილი საახალწლოდ მორთული ღამის თბილისის ფოტოს და პარლამენტთან გაშლილი კარვების სურათებს აქვეყნებს.
„ღამის თბილისი არ მოგწონსო? რამდენიმემ მომწერა (ნიშნისმოგებით) პმ – ში.
მომწონდა და ახლაც მომწონს. ისეც აღსანიშნავია, რომ ამ მოსაწონში და სილამაზეში მხოლოდ განათება და ნათურებია “ოცნების” “გაკეთებული”
უბრალოდ ერთიც მინდა ავღნიშნო, რომ ორ განსხვავებულ საქართველოში ვცხოვრობთ. ერთში “ოცნებას” უნდა რომ თავი მოიწონოს, ფასადურად მაინც და მეორე რეალობა მწარეა! ისეთი მწარეა, რომ არ ვაპირებ კომენტარის გაკეთებას. ფოტოებმა თავად თქვან სათქმელი,“ – წერს ლევან ხაბეიშვილი.