LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქარდი ბიმ სიმღერის Money პროვოკაციული კლიპი გამოაქვეყნა (ვიდეო)

7716110-0-image-a-28_1545423322863

21 დეკემბერს, ქარდი ბის ოფიციალურ Youtube არხზე სიმღერაზე Money გადაღებული ნანატრი კლიპი გამოჩნდა. საინტერესოა, რომ სინგლი, რომელიც სკანდალური რეპერის თაყვანისმცემლებმა პირველად ჯერ კიდევ 23 ოქტომბერს მოისმინეს, 26 წლის ვარსკვლავის სადებიუტო სტუდიური ალბომის Invasion of Privacy დელუქს ვერსიის ბონუს ტრეკია.

აღსანიშნავია, რომ მუსიკალური რგოლი სავსეა ეროტიკული და თამამი სცენებით. ახალგაზრდა არტისტი ვიდეოში რამდენიმე განსხვავებული ლუქით და სრულიად შიშველი ჩნდება, ერთ-ერთ კადრში კი ახალშობილს ძუძუთი კვებავს.

შეგახსენებთ, რომ Money, პირველი სოლო ნამუშევარია მას შემდეგ, რაც მუსიკალურ ბაზარზე ქარდის დებიუტი შედგა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები