რუსთავში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ერთი ახალგაზრდა დაჭრეს. როგორც შსს-მ „ფორტუნას“ განუცხადა, დაჭრილ მამაკაცს ფიზიკური დაზიანებები აღენიშნება და ის საავადმყოფოშია გადაყვანილი.
შსს-ს ცნობით, ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება ბალანჩივაძის ქუჩაზე მოხდა.
ამასთან, კიდევ ერთ ახალგაზრდას ტვინის შერყევა აღენიშნება.
უწყების ცნობით, გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.