თბილისში, ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი მიხეილ კალანდია მთავარ პროკურატურაში იმყოფება.
კალანდია საგამოძიებო უწყებაში ადვოკატთან ერთად მივიდა.
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. გამოყოფილ საქმეზე შსს-ში არასრულწლოვანთა გამოკითხვა გრძელდება.
ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში 11 არასრულწლოვანი გამოიკითხა.