LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი ქობულია: რა თქმა უნდა, ხალხს უჭირს

u

მიუხედავად იმისა, რომ არსებული სტატისტიკით, 2013 წელთან შედარებით სიღარიბის დონე ათი პროცენტით შემცირდა, ჩვენს ერთერთი ყველაზე დიდ გამოწვევად და ნომერ პირველ პრიორიტეტად სიღარიბესთან ბრძოლა რჩება, – ეს განცხადება გიორგი ქობულიამ საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

„სიღარიბესთან ბრძოლა არის ის პარამეტრი, რასაც მუდმივად ვადევნებთ თვალყურს. ცხადია, ხალხს უჭირს, რადგან გვაქვს ჯერ კიდევ სიღარიბის 20- პროცენტიანი მაჩვენებელი და ეს უნდა დავძლიოთ. სიღარიბის შემცირების ტემპები ბოლო ორი წლის განმავლობაში იყო დაბალი და გვჭირდება მისი დაძლევის ბევრად უფრო მაღალი ტემპები“, – აღნიშნა გიორგი ქობულიამ.

სამუშაო ადგილების შექმნა გიორგი ქობულიას აზრით, ეკონომიკური განვითარების მიმართულებით უმნიშვნელოვანესი ამოცანაა.

„საქართველოს ეკონომიკაში იქმნება ახალი სამუშაო ადგილები და ეს არის სტატისტიკა. თუმცა, ჩვენ ვთვლით, რომ ეს არ არის საკმარისი. მაგრამ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ სამუშაო ადგილები იქმნება – ჩვენ გვინდა, ეს მაჩვენებელი წელიწადში 60 ათასამდე ავიყვანოთ“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

ამასთან, გიორგი ქობულიამ კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვან გამოწვევაზე ისაუბრა, კერძოდ: ტრანსპორტისა და ლოგისტიკის ეფექტურობა, საქონლის ღირებულებაში ტრანსპორტირების კომპონენტის შემცირება, საკანონმდებლო ბაზის დამატებითი დახვეწა, ხარისხის სისტემების დაახლოება განვითარებული ქვეყნების სტანდარტებთან, ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, განსაკუთრებით საშუალო და მცირე ბიზნესისთვის; ინვესტორების მოზიდვა და ხელშეწყობა, სახელმწიფო ქონების ეკონომიკურ საქმიანობაში ჩართვა და სახელმწიფო კომპანიების ეფექტიანობის ზრდა. სამუშაო ადგილების შექმნა, ინკლუზიურობა და სიღარიბის დაძლევა- ქობულიას განცხადებით, სწორედ ესაა ეკონომიკური ზრდის სტრატეგიის ძირითადი მიზნები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g