LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გენერალურ გეგმაზე მიმდინარეობს მუშაობა, გასაკეთებელია შესაბამისი რეგულაციები – კალაძე

როდის-ექნება-თბილისს-განახლებული-გენ

გენერალურ გეგმაზე მიმდინარეობს მუშაობა, გასაკეთებელია შესაბამისი რეგულაციები, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ გენერალურ გეგმასთან დაკავშირებით ოპოზიციის ბრალდებების პასუხად განაცხადა.

თბილისის მერმა ზუსტი თარიღი არ იცის, თუ როდის ამოქმედდება გენერალური გეგმა, თუმცა აღნიშნა, რომ უნდა შემუშავდეს შესაბამისი კანონმდებლობა და ამაზე მუშაობა მიმდინარეობს.

“უნდა შემუშავდეს შესაბამისი კანონმდებლობა. ამაზე მიმდინარეობს მუშაობა გენერალური გეგმის ჯგუფთან ერთად. უახლოეს დღეებში დასრულდება. ზუსტად თარიღები არ ვიცი. ოპოზიცია რაზეც საუბრობს, ეს არის სიცრუე. გენერალურ გეგმაზე მიმდინარეობს მუშაობა, გასაკეთებელია შესაბამისი რეგულაციები, რომელზეც გენერალური გეგმის ჯგუფი და მერიის თანამშრომლები მუშაობენ და უახლოეს დღეებში იქნება პასუხი”, – აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის საკრებულომ დედაქალაქის 2019 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა.

2019 წლის ბიუჯეტის პროექტის მთლიანი მოცულობა 927,6 მლნ ლარით განისაზღვრა, რაც გასული წლის თავდაპირველად დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით (861,6 მლნ) 66 მლნ ლარით არის გაზრდილი, ხოლო 2018 წლის დაზუსტებულ ბიუჯეტთან შედარებით – 10,8 მლნ ლარით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g