LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მერაბ მეტრეველი ეკა კვესიტაძესა და გიორგი ლაფერაშვილს საყვედურობს – „არ ვიცი, როდისმე თუ დამჭირდება შენი დაცვა…“

131

ჟურნალისტმა მერაბ მეტრეველმა სოციალურ ქსელში „რუსთავი 2“-ის გუშინდელ გადაცემასთან დაკავშირებით ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ეკა კვესიტაძესა და გიორგი ლაფერაშვილს მიმართავს:

არც კი ვიცი რა გითხრათ. მიუხედავად იმისა, რომ უამრავი პოსტი და სტატიებიც კი დავწერე, სადაც ვამბობდი, რომ, მართალია, არ მომწონსრუსთავი 2“ , მაგრამ მიმაჩნია, რომ მისი გაჩუმება არ შეიძლება, რომ, მართალია, პარტიული ტელევიზიაა, მაგრამ მირჩევნია ოპოზიციური პარტიული ტელევიზია, ვიდრე სამთავრობო რუპორი, რომ სასამართლო პროცესი არ არის კერძო დავა და ეს არის პოლიტიკური ბრძოლა და . და . . მიუხედავად ამისა, მხოლოდ იმიტომ, რომ გუშინ გავაპროტესტე თქვენი ნათქვამი: ჩვენ ვართ მხოლოდ მთავრობისგან არაკონტროლირებადი ტელევიზიაო და კოლეგებსაც იმავეს გაკეთებისკენ მოვუწოდე, თუ თქვენს ნათქვამს არ ეთანხმებოდნენ, ოღონდ არა დაპირისპირების რეჟიმში, არამედ მხოლოდ განცხადების დონეზე და გითხარით, რომ ტეხავს, როცა კოლეგებისგან სოლიდარობას ითხოვთ და თან ყველას მთავრობისგან კონტროლირებადს ეძახითმეთქი, მხლოდ ამიტომ გუშინ ჩემზე პირდაპირ ეთერში საოცრებები ილაპარაკეთ. რომ მე თურმე განხეთქილების ჩამოგდებას ვცდილობ, რომ არავის დავდგომივარ გვერდში და . შ, ის კი არა, თითქოს ინგა გრიგოლიას და ეკა მიშველაძის გადაცემების დახურვაზე თვალს ვხუჭავ, როცა სწორედ თქვენს ეთერში გადაცემაარჩევანშივიჯექი და ეკა, შენთან ერთად ერთ ხმაში ვაპროტესტებდი ამას.

რაც შეეხება შენი და დათოს „პირველი არხიდან“ გამოშვებას, ერთადერთი მიზეზი, რის გამოც მაშინ „პირველი არხის“ შემოთავაზებაზე, მათთან წამეყვანა პოლიტიკური თოქშოუ და მქონოდა იმაზე ორჯერ მეტი ხელფასი, ვიდრე დღეს მაქვს, უარი ვთქვი, რადგან არ მინდოდა გამოგდებული კოლეგების ადგილზე მისვლა, მაგრამა ამას შენ ვერ გაიგებ. როცა ეს შემოთავაზება მივიღე, პირველი, ვისაც დავურეკე და ვუთხარი, შენ იყავი, მიუხედავად იმისა, რომ ამის არანაირი ვალდებულება არ მქონდა.
მე ხშირად გამიკრიტიკებიარუსთავი 2“-ის სარედაქციო პოლიტიკა, მაგრამ არასდროს არც პირადად თქვენ და არც ერთი სხვა ჟურნალისტის მიმართ ღვარძლი არ მიფრქვევია. ყოველთვის ვცდილობდი, ადამიანური ურთიერთობები და პროფესიული აზრთა სხვადასხვაობა ერთმანეთში არ ამერია. არასოდეს გადამიტანია მსჯელობა იმ კონტექსტში, რომესენი ჩვენი კოლეგები არ არიანდა . . რაც შენ გიორგი, ჩემ მიმართ გუშინ გააკეთე.

თქვენ გუშინ ჩემ მიმართ ღვარძლი აფრქვიეთ და დაივიწყეთ ყველა ჩემი ზემოთ ნახსენები განცხადება მხოლოდ იმიტომ, რომ რაღაცაში არ დაგეთანხმეთ და არაკოლეგიალობად ჩაგითვალეთ. არ ვიცი, გიორგი, როდის დამიცავი. სპეცრაზმი რომ თქვენს ტელევიზიაში შემოვარდეს, დღეს არ მეგულება რომელიმე ტელევიზია, რომელიც ამას პირდაპირ ეთერში არ გადასცემს და არ დაგმობს. სამაგიეროდ, მახსოვს, როგორ გაჩუმდით, როდესაც ჩვენი კოლეგები, ფოტორეპორტიორები დაიჭირეს და არათუ არ აპროტესტებდით, არამედ ჩვენს აქციებსაც კი არ აშუქებდით. არ ვიცი, როდისმე დამჭირდება თუ არა შენი დაცვა, ან მომინდება, თუ არა ამის მერე, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, მე მაინც ჩემს პოზიციაზე დავრჩები, რომ ქართული დემოკრატიისთვისრუსთავი 2“ მთავრობისგან არ გაკონტროლდეს და ყოველთვის დავარქმევ ყველაფერს თავის სახელს“. – აღნიშნავს მერაბ მეტრეველი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები