LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების საკითხის განხილვა საგაზაფხულო სესიამდე გადაიდო

kobaxidze

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების საკითხის განხილვა საგაზაფხულო სესიის დაწყებამდე გადაიდო, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნულის მიზეზი ის არის, რომ უზრუნველყოფილი იყოს უზენაესი სასამართლოს შემადგენლობის დროული შევსება მაღალკვალიფიციური კადრებით.

“როგორც მოგეხსენებათ, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტს ასარჩევად წარუდგინა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების წარდგენა საბჭოს მხრიდან დასაბუთებული იყო სასამართლოს შემადგენლობის შევსების საჭიროებით. როგორც მოგეხსენებათ, ამჟამად, უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილია 28-დან 10 მოსამართლე, რაც ბუნებრივია, ხელს უშლის საქმეთა დროულ განხილვას და გადაწყვეტას. სხვადასხვა დაინტერესებული მხარის მიერ გამოითქვა სურვილი, კანდიდატების შერჩევა განხორციელდეს წინასწარ გაწერილი პროცედურისა და კრიტერიუმების შესაბამისად. აღნიშნულის გათვალისწინებით და ასევე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დღეს უკვე გაცხადებული პოზიციის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტი მიმდინარე სესიაზე არ მიიღებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების გამწესების გადაწყვეტილებას. ამ საკითხს პარლამენტი მიუბრუნდება საგაზაფხულო სესიის დაწყებისთანავე, რათა უზრუნველყოფილი იყოს უზენაესი სასამართლოს შემადგენლობის დროული შევსება მაღალკვალიფიციური კადრებით,“ – განაცხადა კობახიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g