ლარის დევალვაციის ფონზე, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში საკვები პროდუქტი, საშუალოდ, 12-30%-ით გაძვირდა, პირველადი მოხმარებისა და ჰიგიენური საშუალებები 20-25%-ით. ჰიგიენური საშუალებების იმპორტიორების განცხადებით, ყველა ბრენდის პროდუქცია ბოლო თვეებია გაძვირებული შემოდის და ისინიც მაღაზიებს უფრო მაღალი ფასნამატით აწვდიან. მათივე თქმით, პირველადი მოხმარების ჰიგიენური ნაწარმი საცალო ქსელში 2- ლარით, ხოლო კოსმეტიკური პროდუცია 3-4-ლარით არის გაძირებული. იმპორტიორების თქმით, რიგ პროდუქციაზე არსებული ფასის შენარჩუნება ახლაც უჭირთ, თუმცა იმის გამო, რომ ბაზარზე მოთხოვნა შემცირებულია, პროდუქტს ვერ აძვირებენ. გაძვირდება თუ არა მომავალში პირველადი მოხმარებისა და ჰიგიენური საშუალებები იმპორტიორებს ამ კითხვაზე ზუსტი პასუხუის გაცემა უჭირთ.