პრეზიდენტმა მოუწოდა შეხვედრისკენ ყველას, მათ შორის , უმრავლესობის წევრებსაც – ამის შესახებ „ფორტუნას“ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი კვერენჩხილაძემ განუცხადა. იგი იმედოვნებს, რომ საპარლამენტო უმრავლესობა მიიღებს გადაწყვეტილებას, პრეზიდენტის შეთავაზება მიიღოს.
კვერენჩხილაძის განმარტებით, დიალოგი აუცილებელია, რადგან ქვეყანაში შექმნილი ვითარება სწორედ ამ გზით უნდა მოგვარდეს.
გიორგი მარგველაშვილი უკვე მეორე დღეა კონსულტაციებს მართავს პოლიტიკოსებთან, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან, რამდენიმე წუთში დაიწყება შეხვედრა დიპლომატიურ კორპუსთანაც.