“რატომ უნდა იფიქროს სამყარომ, რომ აქ, ამ ღვთიურ მიწაზე კანიბალები ცხოვრობენ,”- ამის შესახებ „ფეისბუქში“ რეჟისორი რობერტ სტურუა წერს.
“საიდან აღმოცენდნენ ეს ბოროტი, შხამიანი ასპიდნი: სააკა, გიგა, თენგო, გიგი, თავისი ახლობელ-ნათესავებით – თათკა, თამთა, ქეთი, გუჩკა, თავისი მოჯამაგირე-მოაზროვნეებით, თავისი გველ-წიწილებით?
რატომ უნდა მიეწეროს ბოროტთა უნიჭო ვნებანი მთელ ქართველ ერს?!რატომ უნდა იფიქროს სამყარომ, რომ აქ, ამ ღვთიურ მიწაზე კანიბალები ცხოვრობენ -მეოცე საუკუნე არ კმარა!?…
ყველაზე დიდ ბოროტებად კი მიმაჩნია ის ხალხი, ვინც ამ ავაზაკებს იცავს!“- წერს სტურუა.