LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოურინიოს ბედი ორ კვირაში გადაწყდება

71
ESPN ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ჟოზე მოურინიოს აგენტებმა უკვე დაიწყეს მისთვის სათადარიგო ვარიანტების ძებნა იმ შემთხვევისათვის, თუკი მას ლონდონის ”ჩელსი” დაითხოვს. ყველაზე მოსალოდნელ ვარიანტებად ”პსჟ” და ”ინტერი” სახელდებიან, თუმცა მოურინიოს პრიორიტეტი, კლუბის თითქმის შეუზღუდავი ფინანსური რესურსებიდან გამომდინარე,”პსჟ” გახლავთ.
ცოტა ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც  ჩელსის მფლობელმა რომან აბრამოვიჩმა  მოურინიოს სიტუაციის გამოსასწორებლად 2 კვირა მისცა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ 7 ნოემბერს გასამართ  “ჩელსი” – “სტოკ სიტის” შეხვედრაში შესაძლოა პორტუგალიელი მწვრთნელის ბედი გადაწყდეს და ეს მასაც კარგად ესმის.
ლონდონის ”ჩელსიმ” ვერა და ვერ მოახერხა სეზონის სტარტიდანვე დაწყებული ჩავარდნის გამოსწორება. ბოლო ტურში  “ვესტ ჰემთან” წაგების შემდეგ გუნდი  11 ქულით პრემიერლიგაში მე-15 ადგილზე იმყოფება.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები