ამერიკული მედია ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის მოქმედმა ჩემპიონმა ”გოლდენ სტეიტ უორიორზმა” ცოტა ხნით შეაჩერა მოლაპარაკებათა პროცესი გუნდის ერთ-ერთ მნიშვნელოვან წევრთან, ჰარისონ ბარნსთან.”გოლდენ სტეიტის” გენერალური მენეჯერის, ბობ მაიერსის განცხადებით, მოლაპარაკებები ბარნსთან მომავალი წლის ივლისში გაგრძელდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სეზონის ბოლოს ბარნსი შეზღუდული სტატუსის მქონე თავისუფალი აგენტი გახდება.
