2019 წლის 1-ელი იანვრიდან თბილისსა და რეგიონებში ბუნებრივი გაზის სამომხმარებლო ტარიფი მცირედით შემცირდა. გადაწყვეტილება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა კომისიამ მიიღო. ცვლილება დედაქალაქში 0.014 თეთრს შეადგენს. სემეკ-ის მიერ რამდენიმე დღის წინ მიღებული გადაწყვეტილებით, თბილისში ახალი სამომხმარებლო ტარიფი 1 კუბურ მეტრზე 46.139 თეთრს შეადგენს. ბუნებრივ აირზე ტარიფი მცირედით შემცირდა რეგიონებშიც. ახალი ტარიფები 2019 წლის 1-ელი იანვრიდან 2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით იქნება ძალაში და “ყაზტრანსგაზ თბილისის”, “სოკარ ჯორჯია გაზისა” და “საქორგაზის” მილიონამდე აბონენტს შეეხება, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში.