LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ის რაც ყველა ქალმა უნდა იცოდეს: რა დროს უნდა ჩატარდეს მამოგრაფია?

2302

მამოგრაფია, ესაა სარძევე ჯირკვლების რენტგენი. ტესტი, რომელიც ადრეულ სტადიაზე ავლენს სარძევე ჯირკვლების პრობლემას და ხელს უწყობს ნაადრევ დიაგნოსტიკას. მართალია ამ მეთოდს უკვე მრავალი წელია აქტიურად იყენებენ მედიცინაში, თუმცა ქალთა დიდ ნაწილს აწუხებს კითხვა, რეალურად მართლა უსაფრთხოა თუ რა ეს პროცედურა და აქვს თუ არა მას ბევრი უკუჩვენება.

ჩვენ შევეცდებით გავცეთ პასუხი მთავარ კითხვებს: როდის ინიშნება მამოგრაფია, როგორ გრძნობს ქალი თავს ამ დროს, რა ფაქტორები ახდენს გავლენას შედეგზე, რამდენად ხშირად უნდა ჩატარდეს ტესტი, როდისაა მისი უკუჩვენება, არის თუ არა რისკი და როგორ ხდება შედეგების კლასიფიკაცია.

1. დავიწყოთ მთავარი კითხვით, როდის ინიშნება მამოგრაფია. პროფილაქტიკის მიზნით ის სასურველია ჩატარდეს 40 წელს ზევით ქალებში ჩივილის გარეშეც, ნებისმიერ ასაკში არსებული ჩივილების დროს, ეს იქნება მკერდის ტკივილი, გამონადენი, ახალი ნაოჭი სარძევე ჯირკვალზე. პლასტიკური ოპერაციის დაგეგმამდე, რადგან მცირე გადახრასაც კი შეუძია უარყოფითად იმოქმედოს შედეგებზე

2. რას გრძნობს ქალბატონი ამ პროცედურის დროს. ზოგადად, მამოგრაფიის პროცესი იშვიათადაა მტკივნეული, თუ თქვენ ზედმეტად მგრძობიარე კანი გაქვთ, მაშინ გაესაუბრეთ თქვენს ექიმს, სასურველია მისი ჩატარება მენსტრუალური ციკლის დასრულებიდან ორ კვირაში.

3. რამდენად ხშირად უნდა ჩატარდეს მამოგრაფია. ითვლება, რომ თუ მკერდის სიმსივნის რისკი დაბალია ან საშუალოა, პირველი მამოგრაფია უნდა ჩატარდეს 40 წლის ასაკში და განმეორდეს ყოველ ერთ ან ორ წელიწადში.

4. რა ფაქტორები ახდენს გავლენას შედეგზე. სხივური თერაპიის დროს კატეგორიულად არ შეიძლება საცხების, გელებისა და სუნამოს გამოყენება. ასევე უკუჩვენებაა იმპლანტების დროს.

5. როდის არის მამოგრაფიის უკუჩვენება. პირველ რიგში ესაა ორსულობის და ლაქტაციის პერიოდი. თუ ამის აუცილებლობა არსებობს, მაშინ გამოიყენება სპეციალური მუცლის საფარი, რათა ნაყოფი მაქსიმალურად დაიცვან სხივების მავნე ზემოქმედებისგან.

6. რაც შეეხება რისკებს. სხივური თერაპიის დროს ქალბატონი იღებს რადიაქტიულ დასხივებას, თუმცა ხშირად არსებულ პრობლემასთან შედარებით ეს რისკები მინიმალისტურია. შედეგის სიზუსტე დამოკიდებულია ექიმის პროფესინალიზმსა და აპარატის ხარისხზე, ის ყოველთვის ვერ ავლენს სიმსივნეს, სტატისტიკის მიხედვით, 5-დან 12 შემთხვევაში ვერ მოხდა სწორი დიაგნოსტირება.

7. როგორ ხდება შედეგების კლასიფიკაცია. არსებობს შედეგების ორი ტიპი. ნორმაა, როცა კანქვეშ არ აღინიშნება რაიმე სახის გემატომა ან წარმონაქმნი. ბუნებრივია გადაცდენად ითვლება სხვადასხვა წარმონაქმნი, თუმცა ის რა თქმა უნდა ყოველთვის არაა საგანგაშო. ხშირად სიმსივნე კეთილთვისებიანია და ის მკურნალობას ექვემდებარება.

დასკვა: თუ თქვენი ასაკი 40 -ს აღემატება და ჯერ კიდევ არ ჩაგიტარებიათ მამოგრაფია, გირჩევთ კონსულტაციისთვის მიმართოთ ექიმს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g