ირინა შეიკი მოსკოვში იმყოფება. რუსული წარმოშობის მოდელი L’Oreal Paris-ის სახე გახდა და მოსკოვში სასტუმრო Four Seasons-ში გამართულ წვეულებაზე ბრენდთან თანამშრომლობის დეტალებზე ისაუბრა.
„ოქროს წვეულებაზე“ სტუმრებისთვის Elseve-ის თმის მოვლის საშუალებების ახალი ხაზის დემონსტრირება სწორედ ბრედლი კუპერის რჩეულს დაევალა.
ბრენდის სახედ ირინა შეიკის არჩევის შესახებ L’Oreal Paris-ის პრეზიდენტმა საკუთარ განცხადებაში ისაუბრა.
„ ირინა – არაჩვეულებრივი სუპერ ქალია, რომელსაც სილამაზე განსაკუთრებულ საფეხურზე აჰყავს. მან ყველა მოგვხიბლა, მოდის დიზაინერებიც და მილიონობით თაყვანისმცემელი სოციალურ ქსელებში. მე და ჩემი გუნდი ბედნიერები ვართ, რომ ირინა შეიკი ჩვენი ოჯახის წევრი გახდა!“ – წერს სირილ შაპიუი.




