რომის პაპმა ფრანცისკემ საზოგადოება ამჯერად თითზე ბურთის დატრიალებით გააოცა.
ოთხშაბათს მას ყოველკვირეულ აუდიენციაზე, კუბური ცირკი შეუერთდა.
სალსას მუსიკის ფონზე დადგმულ ფერად წარმოდგენას პაპმა ღიმილით ადევნა თვალი.
წარმოდგენის დასასრულს კი, ერთ-ერთმა შემსრულებელმა ფრანცისკეს თითზე ბურთის დატრიალება შესთავაზა. პაპმა გამოწვევა მიიღო და მისი დახმარებით, ბურთი თითზე დაატრიალა.
