თბილისში ინგოროყვას კლინიკაში 29 წლის ბიჭი გარდაიცვალა.
როგორც “ფორტუნას” კლინიკაში განუცხადეს, ლაბორატორიული ანალიზების პასუხები ჯერჯერობით ცნობილი არ არის, თუმცა სავარაუდოდ, გარდაცვალების მიზეზი ე.წ. ღორის გრიპი, იგივე H1N1 გახდა.
პაციენტი ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოდან ოჯახის მოთხოვნით, გუშინ ღამით ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს. როგორც ცნობილია, მისი მდგომარეობა უკვე დამძიმებული იყო.