LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩინეთში უპილოტო მატარებლების ერა იწყება

train

ჩინეთში სულ მალე ახალი ეპოქა დაიწყება. მსოფლიოში პირველი მაღალსიჩქარიანი უპილოტო მატარებელი 2022 წლიდან დაიწყებს მოძრაობას და ის ერთმანეთთან ორ ქალაქს – პეკინსა და ჟანგიაკოუს დააკავშირებს.

შეგახსენებთ, რომ ეს სწორედ ის ქალაქია სადაც ზამთრის ოლიმპიადა უნდა გაიმართოს და მატარებლის დაჩქარებულად გაშვება ნაწილობრივ ამ მოვლენის ბრალია. მომავალი თაობის ავტოპილოტი ჩინელებმა გასულ წელს საკმაოდ წარმატებულად დატესტეს. სიახლე მატარებლის მოძრაობას, სადგურებზე გაჩერებებს, ვაგონის კარების დახურვასა და გაღებას აკონტროლებს. მატარებლის სიჩქარე 350 კმ/სთ იქნება და ის ჩინეთის მაღალსიჩქარიანი საზოგადოებრივი ტრანსპორტის ნაწილი გახდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები