LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მესი ბარსელონას ტოვებს

78

ლიონელ მესის შესახებ ისევ ატეხეს ერთი ამბავი. ერთხელ უკვე იყო ასეთი შემთხვევა, როდესაც არგენტინელი უცხოპლანეტელის ბარსელონადან აბარგებაზე წერდნენ, თუმცა ეს ყველაფერი „ბარსასთან“ მორიგი შეთანხმებით დასრულდა. ახლახან კიდევ ერთხელ, თანაც ოფიციალურად ითქვა, მესის კატალონიურ კლუბში კარიერის ბოლომდე დარჩენის და ახალი კონტრაქტის შესახებ, რაზეც ფეხბურთელიც თანახმა არისო, მაგრამ… საქმეში ბრიტანელები ჩაერივნენ და თავდაყირა დააყენეს ყველაფერი.
მესის ინგლისში ეძახიან და თავად კი ინგლისურს სწავლობსო.

ბრიტანული გამოცემა bleacherreport წერს, რომ მესი ახლოს არის “ბარსელონას” დატოვებასთან.
წყაროს ერთ-ერთი ესპანელი საფეხბურთო ექსპერტის სიტყვები მოყავს:
“ვფიქრობ, მესი “ბარსელონას” დატოვებასთან ასე ახლოს არასდროს ყოფილა. ის სწორედ ამაზე ფიქრობს.
მესის აგუერო და ფაბრეგასი უყვებიან, თუ როგორი ჩემპიონატია პრემიერლიგა.“ – აი ასე ურევენ ტვინს ფეხბურთის მოვლენას.

პარალელურად ცნობილი ესპანური გამოცემები წერენ, რომ მესი ინგლისურს სწავლობს და ეს აამბავი სპეკულაციების თემას კიდევ უფრო ამძაფრებს.
ბუნებრივია ჯერჯერობით დანამდვილებით უცნობია რამდენად ზუსტია მესის ინგლისური მომავალი, მაგრამ ის კი ნაღდია, რომ ბიჭი ინგლისურზე დადის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები