თბილისის “ვითამ” ვითიბი ლიგის გათამაშებაში დღეს მორიგი შეხვედრა გამართა. ჩვენებმა შინ, “ლოკომოტივ-ყუბანს” უმასპინძლეს და სამწუხაროდ ამ შეხვედრაშიც დამარცხდნენ – 63:76.
ქართველმა კალათბურთელებმა პირველი მეოთხედი თავის სასარგებლოდ დაასრულეს – 21:19, შემდეგი სამი კი მეტოქეს დაუთმეს და საბოლოო გამარჯვებაც ბუნებრივია რუსულ კლუბს დარჩა.
შეგახსენებთ, რომ ეს იყო ვითიბი ლიგის მე-6 ტურის მატჩი. ტურნირის დებიუტანტმა „ვითამ“ წინა ხუთი თამაშიც დათმო და რასაკვირველია სატურნირო ცხრილში ბოლო, მე-16 ადგილზე იმყოფება.