ფოთში H1N1 ვირუსით 40 წლამდე ქალი გარდაიცვალა. ის ქალაქის ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში მწვავე რესპირატორული ინფექციით, პნევმონიითა და და სუნთქვის უკმარისობით მოათავსეს.
ექიმების ინფორმაციით, ჩატარებული ანტივირუსული მკურნალობის მიუხედავად, პაციენტის მდგომარეობა დამძიმდა და 6 იანვარს დაიღუპა.
ამ დროისთვის სამედიცინო ცენტრში რესპირატორული ინფექციის სიპტომით 11 ადამიანი მკურნალობს.
საქართველოში ე.წ. ღორის გრიპით 9 ადამიანია გარდაცვლილი.