LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იუსტიციის საბჭო დასაშლელია – ლევან კობერიძე

maxresdefault

იმ ფორმით და იმ სახით, როგორითაც დღეს იუსტიციის საბჭო არსებობს, დასაშლელია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ლევან კობერიძე „პალიტრანიუსის“ გადაცემაში “360 გრადუსი“ განაცხადა. კობერიძის მიაჩნია, რომ მოსამართლეების დამტკიცების საკითხი პარლამენტში უნდა გადავიდეს.

„მე რომ მკითხოთ და პირადად მაქვს ეს მოსაზრება, რომ იუსტიციის საბჭო საერთოდ დასაშლელია უკვე ახლა. იმ ფორმით და იმ სახით, როგორითაც ის არსებობს და რა ქმედებებსაც ის დღეს სჩადის, არის დასაშლელი. გადმოვიტანოთ მოსამართლეების დამტკიცების პროცესი პარლამენტში, პარლამენტში, რომელიც გამჭვირვალეა, არ ერიდება ღია დისკუსიებს. ძალიან ბევრი გამოცდილი იურისტი არსებობს, რომელიც სისტემის გარეთ არის დარჩენილი. დღეს სისტემა ჩაკეტილია. იუსტიციის საბჭოს თანხმობის გარეშე, ფაქტობრივად, სისტემაში ვერ შედის ადამიანი. ეს ძალიან ცუდ შედეგამდე მიიყვანს“,- აღნიშნა კობერიძემ.

შეგახსენებთ, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაეს სასამართლოში წარსადგენ მოსამართლეთა 10 კანდიდატურა დაასახელა. აღნიშნულ კანდიდატებზე მსჯელობა პარლამენტმა საგაზაფხულო სესიისთვის გადადო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g