LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დედოფალმა პრინც ჰარის წვეულებებზე სიარული აუკრძალა

49

პრინც ჰარის უსიამოვნო სიახლე აქვს – დედოფალმა ელისაბედ მეორემ მას წვეულებებზე სიარული აუკრძალა. მიზეზი მარტივია – ამერიკულ ჟურნალ Star-ის ინფორმაციით, დედოფალს ეშინია, რომ მის შვილიშვილს უკანონო შვილები ეყოლება.

ელისაბედს გადაწყვეტილება ბოლო დროს მომხდარმა ისტორიამ მიაღებინა, როდესაც ჰარიმ ღამე გაატარა ახალგაზრდა უცნობ გოგონასთან. ამის შემდეგ კი 19 წლის ქერა ლამაზმანმა აცნობა ჟურნალისტებს, რომ ჰარისგან შვილს ელოდება და პრინცთან ერთად გადაღებული სელფიც გაავრცელა.

სასახლეში ამ ფაქტმა დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია, სამეფო ოჯახმა გოგონას ინფორმაცია დაიჯერა, თუმცა შემდეგ აღმოჩნდა, რომ მან იცრუა – მართალია, ჰარისთან ერთად წვეულებაზე იყო, თუმცა მათ შორის არაფერი ყოფილა.

ელისაბედ მეორემ მომხდარი იმენად განიცადა, რომ გადაწყვიტა, ახლიდან აღზარდოს პრინცი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g